კომპანიის ისტორია

საქართველოს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია "GWS" 1993 წელს ჩამოყალიბდა. 1999-2018 წლების განმავლობაში კომპანიამ მნიშვნელოვნად  დახვეწა თავისი ღვინის ხარისხი. 


ღვინის ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად "GWS"-ის გუნდმა წითელი ღვინის საწარმოებლად ყურძნის შესაბამისი ჯიშების მოყვანა დაიწყო და 2001 წელს ერთ-ერთი პირველი ღვინის ბრენდი "თამადა" წარადგინა. დღეს "თამადა"  პრემიუმ სეგმენტის ვინტაჟური ღვინოა, დაცული გეოგრაფიული ადგილწარმოშობით.


"თამადას" ბრენდის პორტფელი მოიცავს  მშრალ და ნახევრადტკბილ, თეთრ და წითელ ღვინოებს. "GWS"-ის ღვინოების მაღალი ხარისხის, ჩვენი გუნდის გამოცდილების და პროდუქციის სწორი პოზიციონირების წყალობით "თამადა" უაღრესად პოპულარულია საქართველოში და წამყვან საერთაშორისო ბაზრებზე (რუსეთი, ყაზახეთი, ბელორუსია, უკრაინა, ბალტიისპირეთი, ჩინეთი და იაპონია).

 იხილეთ ფოტოები