2013 წლის მოსავლის დეგუსტაცია და „თამადა“ ტვიშის პრეზენტაცია
 

ღვინო „თამადამ“ თავისი პარტნიორებისთვის 2013 წლის მოსავლის პრეზენტაცია გამართა. მოწვეულმა სტუმრებმა „ტვიში 2014“-იც დააგემოვნეს, რომელიც ისევ დაბრუნდა „თამადას“ ბრენდის ასორტიმენტში.
 
დეგუსტაცია გაიმართა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, სწორედ იქ, სადაც ფიროსმანის ნახატი „ხუთი თავადის ქეიფი“ ინახება.
 
ღვინო „თამადა“ მადლობას უხდის ეროვნულ მუზეუმს გაწეული დახმარებისათვის.