მსოფლიო სომელიე ჟერარ ბასე და ღვინო "თამადა"

ცნობილმა სომელიემ თამადას ბრენდის ქვეშ წარმოებული ღვინოები პირველად  2014 წლის მაისში გასინჯა,  და მაშინვე გაუჩნდა სურვილი, რომ მის პოპულარიზაციაში მიეღო მონაწილეობა. კარგად შეისწავლა ქართული ღვინის კულტურა და ტრადიციები და ამის შემდეგ შეიმუშავა სპეციალური კონცეფცია თუ როგორ უნდა შევარჩიოთ, ქართულ და ევროპულ სამზარეულოსთან შეხამებულად თამადას ღვინოები.