პროვაინი - ჩინეთი

14-დან 16 ნოემბრის ჩათვლით, ღვინო "თამადა" მონაწილეობდა ProWein China 2016-ში, რომელიც შანჰაიში გაიმართა. "პროვაინი" ქართული ღვინის სექტორისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენაა. წელს გამოფენაში 37 ქვეყნის 650-ზე მეტმა ღვინის კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, ხოლო ვიზიტორთა რაოდენობამ რეკორდულ რიცხვს - 12 430-ს გადააჭარბა.