საკულტო ღვინოების პრეზენტაცია ჯივიესში

23 ივნისის, თელავში, "ჯივიესის" ღვინის საწარმოში, მოწყობილ განსაკუთრებულ ღონისძიებაზე - "ტკბობის ბაღი", კომპანიამ ღვინის ახალი ხაზი - "საქართველოს ფერები" წარადგინა.

საღამოზე მოწვეულ სტუმრებს ექსკლუზიურად გააცნეს საკულტო ღვინოების ახალი ხაზი - "საქართველოს ფერები": ელეგანტური თეთრი ვარდისუბანი და ორი წითელი ღვინო - არტანა და აკურა. სამივე ღვინო 2014 წლის მოსავლისაა და თითოეული მხოლოდ 2000 ბოთლია ჩამოსხმული. ახალი ლიმიტორებული წარმოების პროდუქცია ჯივიესის სხვა ბრენდებთან ერთად: თამადა, ძველი თბილისი, ვისმინო და ა.შ... განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს კომპანიის პორტფოლიოში.