ჯივიესმა მომხმარებელს პრემიუმ ხაზის ახალ ღვინოები წარუდგინა

28 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, კომპანია ჯივიესის პრემიუმ ბრენდის - თამადას ახალი ღვინოების პრეზენტაცია გაიმართა. წარმოდგენილი იყო ოთხი ახალი ღვინის სახეობა: ქვევრის ქარვისფერი მშრალი, ქვევრის წითელი მშრალი, დიდებული რეზერვის თეთრი მშრალი და წითელი მშრალი.
 
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: ჯივიესის წარმომადგენლები, პარტნიორი კომპანიები და შეფ-მზარეულები 30 რესტორნიდან.
 
ღონისძიება ბრენდ მენეჯერმა - სალომე დოლიძემ გახსნა და თამადას დიდებულ რეზერვსა და ქვევრზე ისაუბრა.
 
საზოგადოებას ასევე მიესალმა ჯივიესის მთავარი მეღვინე და აღმასრულებელი დირექტორი - ფილიპ ლესპი: "დავიწყეთ ვენახების მოვლა, შევწყვიტეთ წამლების მოხმარება და ცხენებით კულტივაციის მეთოდი გავიხსენეთ, ამიტომაც დღეს ჩვენ უკვე ახალ ჯივიესს წარმოგიდგენთ, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთშიც. რაც შეეხება ეტიკეტს, ჩვენ ვიყენებთ ნიკო ფიროსმანის ნაშრომებს. აღნიშნული ხელწერა არის ყველაზე კარგი რამ, რითიც შეგიძლია წარადგინო საქართველო."
 
ამასთან ერთად, ფრანგმა მეღვინემ აღნიშნა, რომ ვენაში, ალბერტინას მუზეუმში, ნიკო ფიროსმანის გამოფენის გახსნაზე თამადას ღვინო იყო წარმოდგენილი, რითაც უცხოელმა დამთვარიელებლებმა საქართველო დამატებით, ახალი კუთხით გაიცნეს.