წითელი ღვინოები

ნაფარეული

ღვინის ტიპი: მშრალი წითელი

რეგიონი: კახეთი - ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო

ყურძნის ჯიში: საფერავი 100%

მოსავლის წელი: 2013

ტექნიკური აღწერილობა

მწიფე, მაგრამ ჯერ კიდევ კაშკაშა ლალისფერი. შავი თუთის და ტკბილი ალუბლის არომატი გამდიდრებული მუხაში დაძველების ბუკეტით. ძლიერი მაგრამ რბილი ტანინები ჰარმონიულად ერწყმის დაბალანსებულ ბუნებრივ სიმჟავეს.

 

კერძთან შეხამება

ოდნავ ცივად მორთმეული, საუკეთესო არჩევანია სუნელებში მოშუშულ ველურ სოკოსთან, ცხარე შავი პილპილისა და არმოატული თეთრი პილპილის სოუსის თანხლებით. დააგემოვნეთ შემწვარ საქონლის ხორცთან, რომელიც დამშვენებულია ბოსტნეულით და მექსიკური ჩილის სოუსით. საუცხოოა შემწვარი ინდაურის ფრთებთან და შემწვარ ღორის ხორცთან. არ დაგავიწყდეთ თქვენი გემოვნებით შეარჩიოთ სოუსები.