წითელი ღვინოები

ქინძმარაული

ღვინის ტიპი: ნახევრადტკბილი, წითელი

რეგიონი: კახეთი, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო

ყურძნის ჯიში: საფერავი 100 %

მოსავლის წელი: 2013

ტექნიკური აღწერილობა

მუქი ლალისფერი და ძოწი აშკარა იისფერით. მაყვლის და მწიფე ალუბლის არომატები შერწყმული პილპილის პიკანტურ ტონთან – დამახასიათებელი ამ რეგიონისთვის. ინტენსიური ჯიშური გემო დამშვენებულია ხავერდოვანი ტანინური კომპლექსით, სხეულის მთლიანობით და ჰარმონიულობით.

კერძთან შეხამება

მიირთვით გაგრილებული, თუმცა ძლიერ ნუ გააციებთ. საუცხოოა რავიოლისა და ლაზანიასთან ერთად. საუკეთესოა ლურჯ და სხვა დაძველებულ ყველთან. განსაკუთრებით კარგად ერწყმის ცხლად მორთმეულ შემწვარი ღორის ხორცს. სადესერტოთ კარგია დააგემოვნოთ შოკოლადის მაყვლიანი ნამცხვრის თანხლებით.