წითელი ღვინოები

ფიროსმანი წითელი

ღვინის ტიპი: ნახევრადტკბილი, წითელი

რეგიონი: კახეთი

ყურძნის ჯიში: საფერავი 100%

ტექნიკური აღწერილობა

ცოცხალი მუქი ლალისფერი. მაყვლის ტონები მწიფე ალუბალთან შეწყვილებული. სავსე, ხავერდოვანი და რბილი გემო მშვენდება ჯიშური მდიდარი ტანინებითა და შთამბეჭდავი, ნახევრად ტკბილი დაბოლოებით.

კერძთან შეხამება

მიირთვით გაგრილებული, თუმცა ძლიერ ნუ გააციებთ. შესანიშნავია რაჭულ ლორთან ან ლორ იბერიკოსთან ნესვის თანხლებით. კარგად ესადაგება ბოსტნეულის პიცას, რომელიც დამშვენებულია ცხარე ჩილის ზეთით. ასევე დააგემოვნეთ ჩირთან და თხილთან ერთად. ყველის სხვადასხვა შესაფერისი სახეობა მშვენიერი არჩევნია.