წითელი ღვინოები

მუკუზანი

ღვინის ტიპი: მშრალი წითელი

რეგიონი: კახეთი - ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო

ყურძნის ჯიში: საფერავი 100%

მოსავლის წელი: 2013

ტექნიკური აღწერილობა

მწიფე, მაგრამ ჯერ კიდევ კაშკაშა ლალისფერი აშკარა ლურჯის და იისფერის გავლენით. შავი თუთის და მწიფე ალუბლის არომატები, ელეგანტურად დამშვენებული მუხაში დაძველების პიკანტური ბუკეტით. ჰარმონიული, სავსე და ტანინიანი სხეული უხვად გასაჩუქრებთ ხილის და ჯიშური ტონების კომპლექსურობით.

 

კერძთან შეხამება

საუკეთესოა შემწვარი იხვის მკერდთან, კარამელიანი ვაშლის თანხლებით, ასევე ცხვრის კანჭთან ზეთისხილით. დააგემოვნეთ სუნელებითა და მწვანილებით შეზავებულ ბადრიჯანთან ცხვრის ხორცის თანხლებით. ისიამოვნეთ ყველა იმ კერძთან, რომელიც გაგიღვიძებთ მადას.